Bm
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
F#m
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
Em
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო,
F#m F# F#7
შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ქალო?!
მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე ვარ, რომ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შამამიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ქალო, უნდა გაგეყარო!
მაგრამ პატარა ქალი ტოლებში დაქრის,
მას ჩემი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში,
ქალი ისეთია, ქალი ასეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო,
შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ქალო?!
No comments:
Post a Comment